19 აპრილს დასავლეთ
საქართველოში
მოსალოდნელია თბილი და
უნალექო ამინდი, ხოლო 20-21
აპრილს ზოგან გაწვიმდება -
ინფორმაციას გარემოს
ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.აღმოსავლეთ
საქართველოს ცალკეულ
რაიონში 22 აპრილამდე
ხანმოკლე წვიმაა
მოსალოდნელი.თბილისში:
შესაძლოა მცირე წვიმა
აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +17, +19
გრადუსი.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19
აპრილს მოსალოდნელია
თბილი და უნალექო ამინდი,
ხოლო 20-21 აპრილს ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +24
გრადუსი.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 18-19 აპრილს
მოსალოდნელია თბილი და
უნალექო ამინდი, ხოლო 20-21
აპრილს ზოგან გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +24, +26
გრადუსი.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 18-19 აპრილს
მოსალოდნელია თბილი და
უნალექო ამინდი, ხოლო 20-21
აპრილს ზოგან გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +22, +24
გრადუსი.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან
მოთოვს. 18-19 აპრილს
მოსალოდნელია უნალექო
ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +18
გრადუსი.ქართლში (რუსთავი,
ბოლნისი, მარნეული,
გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
ზოგან ხანმოკლე წვიმაა
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +16, +21
გრადუსი.კახეთში (საგარეჯო,
თელავი, გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): ზოგან
ხანმოკლე წვიმაა
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +15, +20
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან ხანმოკლე
წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +15, +20
გრადუსი.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): ზოგან ხანმოკლე
წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +8, +13 გრადუსი.