მართლმადიდებლურ ტაძრებში
დიდ შაბათს ცისკრის
მსახურება შესრულდა.
წაიკითხეს საგალობლები,
რომელსაც მაცხოვრის წესის
აგებას უწოდებენ. დღეს
ღამის 23:00 საათიდან
ტაძრებში სააღდგომო
ღვთისმსახურება დაიწყება,
წაიკითხავენ პატრიარქის
ეპისტოლეს.„საეკლესიო
სწავლებით დიდი შაბათი
არის დღე, როცა მაცხოვარი
სხეულებრივად საფლავში
იმყოფება, მაგრამ სულით ის
ჩადის ჯოჯოხეთში, საიდანაც
მას მართალთა სულები
ამოჰყავს და ახარებს
ადამიანთა გამოხსნის
საიდუმლოს. ამიტომ დიდ
შაბათს მსახურება როგორც
წესი, იწყება დილის 6 საათზე,
ეს არის ცისკრის მსახურება,
რომელზეც იკითხება
საგანგებო საგალობლები,
რომელსაც მაცხოვრის წესის
აგებას ვუწოდებთ
ლიტურგიკულ ენაზე. შაბათს
საღამოს მორწმუნე
საზოგადოება ვიკრიბებით,
საკათედრო ტაძარში
ტრადიციულად იკითხება
პატრიარქის სააღდგომო
ეპისტოლე, შემდეგ
გაიმართება ლიტანიობა და
სააღდგომო
ღვთისმსახურების საზეიმო
წირვა”, - აღნიშნა
დეკანოზმა ლონგინოზ
სუარიშვილმა.