საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა 2028
წლამდე, ევროკავშირთან
მოლაპარაკებების საკითხის
არგახსნასთან
დაკავშირებით განმარტება
გააკეთა და აღნიშნა, რომ
მოლაპარაკებების გახსნა
არის ფორმალური
გადაწყვეტილება, რომელიც
არ აჩქარებს ქვეყნის
გაწევრიანებას
ევროკავშირში.კობახიძის
განმარტებით, საქართველო 2028
წლისთვის ასოცირების დღის
წესრიგითა და თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების 90%-ზე მეტს
შეასრულებს და 2030 წლისთვის,
საქართველო ყველა
კანდიდატ ქვეყანაზე მეტად
იქნება მზად ევროკავშირში
გასაწევრიანებლად."გუშინ,
მმართველი პარტიის
სახელით, გაიმართა
ბრიფინგი, სადაც კიდევ
ერთხელ დავადასტურეთ
ჩვენი ერთგულება
ტრადიციული ევროპული
ფასეულობებისა და
საქართველოს ევროპული
კურსის მიმართ. ასევე,
კიდევ ერთხელ
დავადასტურეთ ჩვენი ჩვენი
მაობა 2028 წლისთვის
შევასრულოთ ასოცირების
დღის წესრიგითა და
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების 90%-ზე მეტი.
სწორედ აღნიშნული
ვალდებულებების შესრულება
არის გზა ევროკავშირში
საქართველოს სრული
ინტეგრაციისთვის. გუშინ
კიდევ ერთხელ
დავუდასტურეთ
საზოგადოებას, რომ 2030
წლისთვის საქართველო
იქნება ყველა კანდიდატ
ქვეყანაზე მეტად მზად
ევროკავშირში
გასაწევრიანებლად.
ამავდროულად, ჩვენ
გავახმოვანეთ ჩვენი
გადაწყვეტილება 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი, ასევე 2028 წლის
ბოლომდე უარი ვთქვით
ყველანაირ საბიუჯეტო
გრანტზე ევროკავშირის
მხრიდან. კიდევ ერთხელ
მინდა განვმარტო, რომ
მოლაპარაკებების გახსნა
არის ფორმალური
გადაწყვეტილება, რომელიც
არ აჩქარებს ქვეყნის
გაწევრიანებას
ევროკავშირში", - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.