2028 წლისთვის საშუალო
ხელფასი 3 500 ლარამდე
გაიზრდება, - ამის შესახებ
„ქართული ოცნების“
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.როგორც ირაკლი
კობახიძემ განაცხადა, 2012
წლისთვის ქვეყანაში
საშუალო ხელფასი იყო 712,5
ლარი, ხოლო დღევანდელი
მონაცემებით, ეს
მაჩვენებელი 2005 ლარამდეა
გაზრდილი. „დასაქმებასთან
ერთად ძალიან
მნიშვნელოვანია
ხელფასების ზრდა და ამ
კუთხითაც ჩვენ გვქონდა
საკმაოდ რთული ვითარება - 712,5
ლარი იყო 2012 წლისთვის
საშუალო ხელფასი ჩვენს
ქვეყანაში. უკვე
დღევანდელი მონაცემებით,
ეს მაჩვენებელი არის
გაზრდილი 2005 ლარამდე. 2000 ლარს
გადააჭარბა ახლა ამ
მაჩვენებელმა. არსებული
ტენდენციების პირობებში 3 500
ლარამდე გაიზრდება 2028
წლისთვის საშუალო ხელფასი.
რაც შეეხება ამ მონაცემებს,
ეს მონაცემები არის
უტყუარი ერთი მარტივი
მიზეზის გამო, როდესაც ჩვენ
ვსაუბრობთ 2024 წლის
მონაცემებზე, ეს
მაჩვენებლები არის ის, რაც
აისახება საბოლოო ჯამში
ქვეყნის ბიუჯეტში.
ადამიანები იხდიან
საშემოსავლო გადასახადს,
იზრდება დასაქმებული
ადამიანების რაოდენობა,
იზრდება მათი ხელფასები,
შემოსავლები და სწორედ
ამით იზრდება ქვეყნის
ბიუჯეტი. ეს მონაცემები
არის აბსოლუტურად უტყუარი,
ისევე როგორც პროგნოზი - 3 500
ლარი არის აბსოლუტურად
რეალური პროგნოზი, რაზეც
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ
2028 წლისთვის“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.