გლობალური სოციალური
პროგრესის საერთაშორისო
შემფასებელმა ცენტრმა,
ამერიკულმა ორგანიზაციამ
Social Progress Imperative, 2025 წლის
გლობალური სოციალური
პროგრესის ანგარიში
გამოაქვეყნა.კვლევის
ფარგლებში განხორციელდა
მსოფლიოს 170 ქვეყნის
სოციალური პროგრესის
შეფასების ისტორიული
ანალიზი ინდექსის
დაარსებიდან
დღემდე.ისტორიული
პროგრესის დასადგენად
მკვლევრებმა საბაზისო 2011
წლის მსოფლიო გამოკვლევის
შედეგები 2024 წლის ანალოგიურ
კვლევებს შეადარეს და
ისტორიული პროგრესის
მიხედვით მსოფლიოს
საუკეთესო ათეული
გამოავლინეს. შედეგები
საქართველოსთვის სასიკეთო
აღმოჩნდა. 13 წლიანი,
ისტორიული პროგრესის
მიხედვით საქართველო
მსოფლიოს საუკეთესო
ათეულშია მეექვსე
პოზიციაზე.(გვ. 54 ; 57 ; 67)2025 წლის
გლობალურ რეიტინგში
საქართველო 51-ე ადგილზე
დაწინაურდა და ცენტრალური
აზიის და კავკასიის
რეგიონში ლიდერობს.
საქართველო ყველა მეზობელ
ქვეყნასაც უსწრებს,
შავიზღვისპირეთში მესამე
ადგილზეა (რუმინეთისა და
ბულგარეთის შემდეგ),
პოსტსაბჭოთა სივრცეში კი
მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს
ჩამორჩება. საქართველო
რეიტინგში უსწრებს ნატოს
წევრ სამ სახელმწიფოს
თურქეთს, ალბანეთს და
ჩრდილოეთ
მაკედონიას.მთლიანობაში
ინდექსი აერთიანებს 57
ინდიკატორს, რომელიც თავს
იყრის სოციალური
პროგრესის განმსაზღვრელ 12
ფაქტორში. ანალიზი
ეყრდნობა გაეროს, მსოფლიოს
ბანკის, საერთაშორისო
ორგანიზაციების და
საერთაშორისო შემფასებელი
ანალიტიკური ცენტრების
პროფილურ გამოკვლევებს.