2025 წლის პირველი კვარტლის
პრივატიზაციის გეგმა
წარმატებით და
გადაჭარბებით შესრულდა -
ბიუჯეტში მობილიზებულ
იქნა 44 500 000-ზე მეტი ლარი, რაც
იმას ნიშნავს, რომ გეგმა
101%-ით შესრულდა, - ამის
შესახებ ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების
მინისტრის პირველმა
მოადგილემ, ნინო ენუქიძემ
განაცხადა.მისი თქმით,
მიმდინარე წლის პირველი
კვარტლის საპრივატიზებო
გეგმა 43 900 000 ლარს
შეადგენდა.„აქტიურად
მიმდინარეობს
პრივატიზაციის პროცესი,
პირველი კვარტლის
განმავლობაში სახელმწიფო
ქონების ეროვნულმა
სააგენტომ გამოაცხადა 200-ზე
მეტი ელექტრონული
აუქციონი, გასხვისდა 133
ობიექტი. ეს გვაძლევს
იმედს, რომ მომდევნო
კვარტლებშიც აქტიურად
გაგრძელდება
პრივატიზაციის პროცესი,
რაც მოგვცემს საშუალებას,
კვლავაც ბიუჯეტში
შევიტანოთ თანხა და გეგმა
გადაჭარბებით შევასრულოთ“
- აღნიშნა ნინო
ენუქიძემ.ეკონომიკის
სამინისტროს სახელმწიფო
ქონების ეროვნული
სააგენტო აქტიურად
აგრძელებს სახელმწიფო
ქონების დაჩქარებული
პრივატიზაციის პროცესს და
კერძო სექტორს სხვადასხვა
უძრავ თუ მოძრავ ქონებას
პროაქტიულად შეთავაზებს.