2025 წელს, რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის განთავსებას ვგეგმავთ – „ფხოველი“

News.ge 1 დღე წინ 5
2025 წელს, რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის განთავსებას ვგეგმავთ – „ფხოველი“

2025 წელს, გვსურს, რომ რომელიმე სავაჭრო ცენტრში, თბილისში, სტენდი განვათავსოთ, რაც ჩვენი მომხმარებლების რაოდენობას მკვეთრად გაზრდის, – ამის შესახებ შარფების მწარმოებელი კომპანია „ფხოველის“ დამფუძნებელმა ნინო სხირტლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია მოლოდინის რეჟიმშია, რადგან სავაჭრო ცენტრებში ამ ეტაპზე ადგილი არ არის.
“მთელი 2023 წელი ვცდილობდი სტენდის გახსნას, რადგან ეს ჯაჭვურად ჩვენი მომხმარებლების ზრდას გამოიწვევს, თუმც ამ მიმართულებით არანაირი ხელშეწყობა არ არის. ერთის მხრივ, ძალიან ძვირია სავაჭრო ცენტრში სტენდის განთავსება და მეორეს მხრივ, ადგილების სიმცირეა. სავარაუდოდ, სტენდის გახსნისთვის 7 ათას ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
მომხმარებლების ზრდა მომცემს საშუალებას, რომ წარმადობა გავზარდო, უფრო მეტი ადამიანი დავასაქმო, სხვადასხვა პროექტი განვახორციელო და კომპანია კიდევ უფრო განვავითარო”, – აცხადებს ნინო სხირტლაძე.
რაც შეეხება ექსპორტს – კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ექსპორტზე გასვლა წარმოების გაზრდის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რადგან ამ ეტაპზე, კომპანია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, “ფხოველი” საქართველოს ბაზარზე 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საჭირო ნედლეულის შეძენა საზღვარგარეთ, ძირითადად, იტალიასა და ბულგარეთში ხდება.
bp.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია