2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდე, სპორტის სამინისტროს - 298 მილიონ ლარზე მეტია

Primetime.ge 2 კვირის წინ 12
2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდე, სპორტის სამინისტროს - 298 მილიონ ლარზე მეტია
2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდეა, მათ შორის, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 147 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა კულტურული კონკურსების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 30 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა 10-20 პროცენტის ფარგლებში;  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 62 მილიონ ლარამდე;ინფრასტრუქტურის განვითარება - 50 მილიონი ლარი; სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა - 9 მილიონ ლარზე მეტი; სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება - 20 მილიონ ლარზე მეტი;სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 298 მილიონ ლარზე მეტით. თანხები მიიმართება შემდეგი მიმართულებებით: მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 236 მილიონ ლარი; სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები - 42 მილიონ ლარამდე, საიდანაც ფინანსდება საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 10 მილიონი ლარი;სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 5 მილიონ ლარზე მეტი.
სრულად წაიკითხეთ სტატია