ფინანსთა მინისტრ ლაშა
ხუციშვილის განცხადებით,
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროს ასიგნებები
განისაზღვრა 8 მილიარდ 820
მილიონი ლარის ოდენობით,
რაც 2024 წლის დამტკიცებულ
გეგმასთან შედარებით,
გაზრდილია 990 მილიონ ლარზე
მეტით.ასიგნებების
ფარგლებში
გათვალისწინებულია:·
მოსახლეობის სოციალური
დაცვა - 6 მილიარდ 353 მილიონ
ლარზე მეტი, მათ
შორის:საპენსიო
უზრუნველყოფა - 4 მილიარდ 498
მილიონი ლარი, რომლის
ფარგლებშიც, სამთავრობო
პროგრამის შესაბამისად, 70
წლამდე ასაკის პირთა
პენსია იზრდება 35 ლარით და
2025 წლის იანვრიდან
განისაზღვრება 350 ლარით.70
წლის და მეტი ასაკის
პირთათვის პენსია, ასევე,
იზრდება 35 ლარით და
განისაზღვრება 450 ლარის
ოდენობით.მაღალმთიან
დასახლებებში მცხოვრები
პენსიონერებისთვის
კანონით განსაზღვრული 20
პროცენტიანი დანამატების
გათვალისწინებით, 70 წლამდე
პირთა პენსია იქნება 420
ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი
ასაკის პირთა პენსია 540
ლარი;პენსიის ზრდის
შესაბამისად, იზრდება
სახელმწიფო
კომპენსაციების მიმღებ
პირთა კომპენსაციის
ოდენობები, რომელთა
დაანგარიშება
დაკავშირებულია
სახელმწიფო პენსიის
ოდენობაზე. სახელმწიფო
კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის
ზედა ზღვრის ოდენობა
განისაზღვრება 1 035 ლარით,
ხოლო ოჯახის წევრის
გარდაცვალების გამო
კომპენსაციის მიმღებ
პირებზე გასაცემი
სახელმწიფო კომპენსაციის
ზედა ზღვრის ოდენობა
განისაზღვრება 1 235
ლარით.მოსახლეობის
მიზნობრივი ჯგუფების
სოციალური დახმარება - 1
მილიარდ 639 მილიონ
ლარამდე;აღნიშნული თანხის
ფარგლებში,
კანონმდებლობის
შესაბამისად
გათვალისწინებულია
მკვეთრად გამოხატული და 18
წლამდე შშმ პირების, ასევე,
დანარჩენი კატეგორიის შშმ
პირთა სოციალური
გასაცემლის ზრდა 35 ლარით,
ასევე, გათვალისწინებულია
120 ათას სოციალურ
სარეიტინგო ქულამდე მყოფი
ოჯახების 16 წლამდე
ბავშვების ყოველთვიური
200-ლარიანი დახმარების
დაფინანსება;სოციალური
შეღავათები მაღალმთიან
დასახლებაში - 113,0 მლნ ლარი.
პენსიის ზრდის
შესაბამისად, იზრდება
საპენსიო დანამატის
მოცულობაც; სოციალური
რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის
პროგრამის დაფინანსება
შეადგენს 95,0 მილიონ ლარს.·
მოსახლეობის ჯანმრთელობის
დაცვა - გათვალისწინებულია
1 მილიარდ 859 მილიონი ლარი,
მათ შორის, საყოველთაო
ჯანდაცვის დაფინანსება
შეადგენს 1 მილიარდ 220
მილიონ ლარს. პროგრამის
ფარგლებში,
გათვალისწინებულია
პირველადი ჯანდაცვის
პერსონალის ხელფასების
ზრდა;·სამედიცინო
დაწესებულებათა
რეაბილიტაცია და აღჭურვა -
100 მილიონი ლარი;·
დასაქმების სისტემის
რეფორმების პროგრამა - 112
მილიონ ლარზე მეტი;·
იძულებით გადაადგილებულ
პირთა და მიგრანტთა
ხელშეწყობა - 268 მილიონი
ლარი.