2025 წელი ძალიან საინტერესო
იქნება მაღალი
ეკონომიკური ზრდისა და
კარგი მაკრო-ფისკალური
მაჩვენებლების
შესანარჩუნებლად და კიდევ
უფრო გასაუმჯობესებლად, –
განაცხადა
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძემ,
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის მიერ 2024 წელს
გაწეული საქმიანობის
ანგარიშთან დაკავშირებით,
რომელიც პარლამენტის
ბიურომ ცნობად
მიიღო.საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა 2024 წელს გაწეული
საქმიანობის 100-გვერდიანი
ანგარიში წარმოადგინა,
რომელსაც თან ახლავს
კომიტეტის თავმჯდომარის
პაატა კვიჟინაძის
მიმართვა
საზოგადოებისთვის. მასში
ხაზგასმულია, რომ
ქვეყანაში ბოლო წლების, მათ
შორის 2024 წლის მაღალი
ეკონომიკური ზრდა არის
პარლამენტისა და
მთავრობის ერთობლივი
წარმატებული მუშაობის
მთავარი შედეგი, რაც
თავისთავად დადებით
გავლენას ახდენს ქვეყნის
განვითარებასა და
მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკურ
მდგომარეობაზე.„2024 წელი
წინა წლების მსგავსად
წარმატებული იყო.
„საქსტატის“ წინასწარი
შეფასებით, ქვეყნის
ეკონომიკა 9.5 %-ით გაიზარდა.
ეკონომიკური ზრდის მაღალ
მაჩვენებელს ადასტურებს
საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტებისა და
სარეიტინგო სააგენტოების
შეფასებებიც. მაგალითად,
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის ოქტომბრის
პროგნოზით, 2024 წელს
საქართველო ეკონომიკური
ზრდის ტემპით უპირობო
ლიდერია და მსოფლიოს 190
ქვეყანას შორის მე-6
ადგილზეა. ამასთან,
საქართველოს აქვს უფრო
მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე
ევროკავშირის წევრ,
ევროკავშირის კანდიდატ და
მეზობელ ქვეყნებს. ამავე
პროგნოზების თანახმად,
ასევე საქართველოს 2024 წლის
ბიუჯეტის მაკრო-ფისკალური
მაჩვენებლები ერთ-ერთი
საუკეთესოა. კერძოდ,
ევროკავშირის 27 წევრ
ქვეყანას შორის
საქართველოს აქვს
მთავრობის ვალის მშპ-სთან
თანაფარდობის ერთ-ერთი
საუკეთესო მაჩვენებელი და
მე-7 ადგილზეა, ხოლო
ბიუჯეტის დეფიციტის
მაჩვენებლით – მე-11 ადგილზე,
ასევე, ევროკავშირის 10
კანდიდატ ქვეყანას შორის
ბიუჯეტის დეფიციტის
მაჩვენებლით მესამე
ადგილზეა, ხოლო მთავრობის
ვალის თანაფარდობით
მშპ-სთან – მე-5-ზე.2024 წლის
ეკონომიკური ზრდის
მაღალმა ტემპმა ხელი
შეუწყო ქვეყნის ფისკალური
პარამეტრების
მნიშვნელოვან
გაუმჯობესებას. კომიტეტის
მიერ გაწეული საქმიანობის
შედეგები დადებითად
აისახა საერთაშორისო
შეფასებებში. არსებული
შეფასებებით, 2023 წლის ღია
ბიუჯეტის ინდექსის (Open Budget Index)
მიხედვით, საქართველო 87
ქულით (100 ქულიდან)
საბიუჯეტო გამჭვირვალობის
მხრივ, მსოფლიოს 125 ქვეყანას
შორის კვლავ პირველ ადგილს
იკავებს“, – აღნიშნულია
კომიტეტის ანგარიშში.რაც
შეეხება სტატისტიკას,
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა 2024 წელს ჩაატარა
კომიტეტის 28 სხდომა,
განიხილა 287 საკითხი, მათ
შორის, 103 კანონპროექტი,
ექვსი საბიუჯეტო
განაცხადი, ასევე
პარლამენტისადმი
ანგარიშვალდებული
ორგანოების 13 სხვადასხვა
სახის ანგარიში, 20
საერთაშორისო
ხელშეკრულება, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ
წარმოდგენილი 18 ანგარიში, 110
რეკომენდაცია და 20
სხვადასხვა
საკითხი.ინფორმაციას
პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.