2024 წლის III კვარტალში წინა
წელთან შედარებით ბიზნესს
სექტორის ბრუნვის
მოცულობა 14%-ით 58.8 მილიარდ
ლარამდე გაიზარდა.ზრდის
ტენდენციით ხასიათდება
ბიზნესს სექტორის
პროდუქციის გამოშვების
მაჩვენებელიც. 2024 წლის III
კვარტალში მისი მოცულობა 23.1
მილიარდი ლარი იყო, რაც
გასული წლის შესაბამისი
პერიოდის მაჩვენებელზე
16.3%-ით მეტია.ბიზნესს
სექტორის ბრუნვის
მოცულობის 66% მსხვილ
ბიზნესზე მოდიოდა, 15% -
საშუალოზე, ხოლო 18% კი - მცირე
ბიზნესზე.მცირედით
განსხვავებული განაწილება
იყო პროდუქციის მთლიანი
გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა
პროდუქციის გამოშვების 45.6%,
საშუალოზე - 24%, ხოლო მცირე
ბიზნესზე - 30%.რაც შეეხება
დასაქმებულებს, ბიზნესს
სექტორში დასაქმებულთა
საშუალო რაოდენობა 4%-ით 788.4
ათასამდე გაიზარდა.
დასაქმებულთა მთლიანი
რაოდენობის 43% მსხვილ
ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% -
საშუალოზე, ხოლო 37% - მცირე
ბიზნესზე. დაქირავებულთა
ჯამური რაოდენობა 743.2 ათასი
შეადგინა, რაც 3%-იანი ზრდაა
წლიურად.III კვარტალში,
ბიზნესს სექტორში
დაქირავებით დასაქმებულთა
საშუალო თვიურიხელფასი 2 190.1
ლარს გაუტოლდა (გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელთან
შედარებითგაზრდილია 182.9
ლარით),საწარმოთა ზომის
მიხედვით საშუალო თვიური
ხელფასი კი შემდეგნაირია:⦁
მსხვილი ბიზნესი – 2 233.9
ლარი⦁ საშუალო ბიზნესი – 2 565
ლარი⦁ მცირე ბიზნესი – 1 885.8
ლარიბიზნესს სექტორის
ბრუნვის მოცულობის
სტრუქტურაში ყველაზე
მაღალი წილი - 34% მოდის
ვაჭრობის (ავტომობილების
და მოტოციკლების რემონტის
ჩათვლით) დარგზე, მეორე
ადგილზეა ხელოვნება,
გართობა და დასვენება 33.6%
წილით, შემდეგ მოდის
დამმუშავებელი მრეწველობა
- 8.2%-იანი წილით, მშენებლობა -
7% წილით, ტრანსპორტი და
დასაწყობება - 4.8%.2024 წლის III
კვარტალში დასაქმებულთა
რაოდენობის მიხედვით
ბიზნესს სექტორში
ვაჭრობის (საბითუმო და
საცალო ვაჭრობა;
ავტომობილების და
მოტოციკლების რემონტი),
დამამუშავებელი
მრეწველობისა და
ჯანდაცვის და სოციალური
მომსახურების
საქმიანობების დარგები
ლიდერობენ.