Airbnb-ის მონაცემებით,
საქართველოში, დაჯავშნის
საერთაშორისო პლატფორმაზე
რეგისტრირებული
განთავსების ობიექტების
დატვირთვის კოეფიციენტი
2024 წელს გაიზარდა. გასულ
წელს, დატვირთვის
კოეფიციენტის საშუალო
მაჩვენებელმა 46.1% შეადგინა,
2023 წელთან შედარებით ზრდა
+1.2%-ია.2024 წლის დეკემბერში,
საქართველოში, Airbnb-ზე
რეგისტრირებული
განთავსების ობიექტების
44.8% იყო დატვირთული, რაც
+2.6%-ით მეტია 2023 წლის
მონაცემებთან შედარებით.2024
წლის დეკემბერში თბილისში
Airbnb-ის პლატფორმაზე
რეგისტრირებული
განთავსების ობიექტების
დატვირთვის კოეფიციენტმა
48.4% შეადგინა, ზრდა 2023 წლის
დეკემბრის თვის პერიოდთან
შედარებით
+2.2%-ია.აღსანიშნავია, რომ
Airbnb-ის პლატფორმაზე
რეგისტრირებული
განთავსების ობიექტებზე
მოთხოვნა გაზრდილია
კომპანია Galt & Taggart-ის
მონაცემებით.Galt & Taggart-ის
ინფორმაციით, 2024 წლის
მეოთხე კვარტლის
მონაცემებით, თბილისში
Airbnb-ის პლატფორმაზე
რეგისტრირებულ
განთავსების ობიექტებზე
მოთხოვნა გაიზარდა +9.5%-ით 2023
წლის იგივე მაჩვენებელთან
შედარებით, ხოლო ბათუმში
20.8%-ით