მიმდინარე წელს თბილისში
ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის
შენობა აშენდა და გაიხსნა.
ამის შესახებ თბილისის
მერმა კახა კალაძემ დღეს
დედაქალაქის საკრებულოში
2024 წლის საქმიანობის
ანგარიშის წარდგენისას
განაცხადა.მისი თქმით,
მიმდინარე წელს თბილისის
საბავშვო ბაგა-ბაღების
მართვის სააგენტო მის მიერ
დაფუძნებული 190 საბავშვო
ბაგა-ბაღის მეშვეობით 60
000-მდე აღსაზრდელს
მოემსახურა.ამასთან,
როგორც მერმა აღნიშნა, 2024
წელი დედაქალაქის მერიამ
ხელფასების მატებით
დაიწყო - 190 საბავშვო
ბაგა-ბაღის ყველა - 13 335
თანამშრომლის სახელფასო
ანაზღაურება გაიზარდა 15%-ით.
მერის განცხადებით,
ხელფასების ზრდა მომავალ
წელსაც გაგრძელდება.გარდა
ამისა, მისივე თქმით,
მნიშვნელოვანი პროექტები
განხორციელდა
ინფრასტრუქტურის
მიმართულებით. კერძოდ,
აშენდა და გაიხსნა ხუთი
საბავშვო ბაგა-ბაღის
შენობა.ამასთან, როგორც
კახა კალაძემ აღნიშნა,
დასრულდა ორი საბავშვო
ბაღის
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის
მასშტაბური პროექტი. ჯამში,
ჩამოთვლილ 7 მსხვილ
ინფრასტრუქტურულ პროექტზე
დაიხარჯა 32 მლნ ლარი.„ჩვენ
ბაღების მშენებლობას
ვაგრძელებთ. დღეის
მდგომარეობით, დაწყებული
გვაქვს ხუთი ახალი ბაღის
სამშენებლო სამუშაოები, ორ
ბაღს კი, რომლებიც უმძიმეს
მდგომარეობაში იყო,
უტარდება რეაბილიტაცია.
გვინდა, რომ ჩვენს შვილებს
ნორმალურ გარემოში
აღზრდის შესაძლებლობა
ჰქონდეთ. ყველა დეტალს
ეთმობა განსაკუთრებული
ყურადღება - დაწყებული
კვებით, სათამაშოების და
თეთრეულის ჩათვლით,
ყველაფერი უნდა
შეესაბამებოდეს
საერთაშორისო სტანდარტს“, -
განაცხადა კახა
კალაძემ.მისივე
ინფორმაციით, 2024 წელს
გაიზარდა სოციალურ პროექტ
„საზაფხულო ბაღების“
მასშტაბი და 45-ის ნაცვლად,
დედაქალაქს 50 საბავშვო
ბაღი მოემსახურა,
რომლებმაც ჯამში მიიღო 18 000
მდე აღსაზრდელი.თბილისის
მერმა ანგარიშის
წარდგენისას უკრაინელი
ბავშვებისთვის გაწეულ
მომსახურებაზეც
გაამახვილა ყურადღება.„2024
წელს გაფართოვდა
ჰუმანიტარული პროექტი
უკრაინელი ბავშვებისთვის,
რომელსაც ვახორციელებთ
საერთაშორისო
ორგანიზაციასთან ერთად. N1
და N93 საბავშვო ბაღების
შემდეგ, სასკოლო მზაობის
ჯგუფი გაიხსნა
ახლადგახსნილ N30 საბავშვო
ბაგა-ბაღის შენობაში.
შედეგად, 100-მდე ბავშვი
ყოველდღიურად სარგებლობს
უკრაინის ეროვნული
სასკოლო მზაობის
პროგრამით, ხოლო 1 000-ზე მეტმა
უკრაინელმა ბავშვმა
ისარგებლა N1 საბავშვო
ბაღში მოქმედი „საბავშვო
სივრცეების“ პროექტით და
ეს რაოდენობა არის მზარდი“,
- განაცხადა კახა კალაძემ.