საპენსიო სააგენტოს
დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელმა გიორგი
ჭიჭინაძემ 2024 წლის პირველი 6
თვის განმავლობაში
საპენსიო სააგენტოს მიერ
გაწეული საქმიანობის და
განხორციელებული
ღონისძიებების ანგარიში,
საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტს, წარუდგინა.
აღნიშნულის შესახებ
ინფორმაციას საპენსიო
სააგენტო
ავრცელებს.მათივე ცნობით,
აქტივების წმინდა
ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი
იანვრიდან 2024 წლის 30
ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე
პერიოდში რეალურმა
ამონაგებმა ინფლაციის
გათვალისწინებით 21.4%
შეადგინა.ამასთან,
საპენსიო სააგენტოს
მონაცემებით, მოცემული
პერიოდის მანძილზე, პენსია
გაიცა სხვადასხვა
კატეგორიის 4 019 პირზე და
ჯამურად შეადგინა 17 433 462
ლარი.აღსანიშნავია, რომ 2024
წლის 3 იანვარს, ყველა იმ
მონაწილის საპენსიო
აქტივები, რომლებმაც არ
გამოიყენეს საინვესტიციო
პორტფელის არჩევის უფლება
2023 წლის აგვისტოდან,
დაბრუნდა კონსერვატიულ
საინვესტიციო პორტფელში,
სხვა პორტფელის არჩევის
შესაძლებლობით. შედეგად, 2024
წლის 4 იანვარს,
კონსერვატიულმა პორტფელმა
მთელი საპენსიო აქტივების
99.1% შეადგინა. 2024 წლის 30
ივნისის მდგომარეობით
საპენსიო სააგენტოს მიერ
მართულმა 3 პორტფელმა -
კონსერვატიული,
დაბალანსებული და
დინამიკური - საკმაოდ კარგი
შედეგი აჩვენა და ფონდების
გაშვებიდან 30 ივნისამდე
დაგენერირებულმა
ამონაგებმა შესაბამისად 9.8%,
13.4% და 15.0% შეადგინა.2023 წლის
ნოემბერში შეიქმნა
საინვესტიციო რისკების
მთავარი ოფიცრის პოზიცია
და 2024 წელს დაინიშნა
შესაბამისი კადრი. ამ
საქმიანობის ფარგლებში
საინვესტიციო რისკების
მონიტორინგის სამსახურის
მიერ რეგულარულად ხდება
საინვესტიციო რისკების
ანგარიშის მომზადება. 2024
წლის 15 თებერვალს ხელი
მოეწერა სპეციალიზებული
დეპოზიტარული
მომსახურების
ხელშეკრულებას.რისკების
კონტროლის დეპარტამენტმა
წარმატებით გაიარა
ინფორმაციული
უსაფრთხოების მართვის
სისტემის ISO 27001-თან
შესაბამისობის საკონტროლო
შემოწმება, რომელიც 2024 წლის
მაისში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ
საზედამხედველო აუდიტის
ფარგლებში ISO 27001
სტანდარტთან შეუსაბამობა
არ
დაფიქსირებულა.საქართველოს
პარლამენტის მიერ
შერჩეული აუდიტორული
კომპანიის შპს დელიოტი და
ტუში მიერ 2024 წლის 22 მაისს
დასრულდა სააგენტოსა და
საპენსიო ფონდის 2023 წლის
ფინანსური ანგარიშგების
აუდიტის პროცესი და
მომზადდა აუდიტის
დასკვნები.კვლავ
პრიორიტეტს წარმოადგენს,
სქემაში ჩართული
პირებისთვის ინფორმაციის
მიწოდება, 2024 წლის
განმავლობაში გამოქვეყნდა
499 სატელევიზიო, რადიო,
ონლაინ და ბეჭდური მასალა.
ასევე, საზოგადოებისთვის
ინფორმაციის მიწოდება
ხორციელდებოდა საპენსიო
სააგენტოს სოციალური
ქსელების, ელექტრონული
ფოსტის, ვებ გვერდის,
ბლოგის, მოქალაქეთა
მისაღების, იუსტიციის
სახლების 117 ფილიალის და
ცხელი ხაზის დახმარებით.
ამავე პერიოდში
განხორციელდა ვებ-გვერდის
რებრენდინგი და შშმ
პირებზე ადაპტაცია,“ -
აღნიშნულია საპენსიო
სააგენტოს მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში. რა ფორმით
და რა ოდენობით შეგიძლიათ
საპენსიო დანაზოგის
გატანასაპენსიო ასაკში
პენსიის გაცემა
შესაძლებელია მოხდეს სამი
გზით:1. პროგრამული გატანის
გზით, რაც გულისხმობს
მონაწილის პენსიაზე
გასვლის თარიღისთვის მის
ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე აღრიცხული
მთლიანი საპენსიო
აქტივების ღირებულების
სიცოცხლის მოსალოდნელ
დარჩენილ ხანგრძლივობაზე
გაყოფას და ყოველთვიური
პენსიის სახით მიღებას;2.
ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე აღრიცხული
საპენსიო აქტივებით
სადაზღვევო ანუიტეტური
პროდუქტის შეძენის გზით,
რაც გულისხმობს მონაწილის
მიერ კერძო საპენსიო
სადაზღვევო პროდუქტის
შეძენას და პენსიის
მიღებას სიცოცხლის
ბოლომდე;3. მონაწილის
პენსიაზე გასვლის
თარიღისთვის მის
ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე აღრიცხული
მთლიანი საპენსიო
აქტივების ღირებულების
გზით. ასეთი მეთოდით,
პენსიის გატანა
შესაძლებელია, იმ
შემთხვევაში, თუ პირი
გაწევრიანდა საპენსიო
სქემაში საპენსიო
ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით
ადრე.