2012 წელს კრიმინალური
რეჟიმის დამარცხებისა და
დემოკრატიული
გარდატეხისთვის კიდევ
ერთხელ მინდა მადლობა
გადავუხადო ბატონ ბიძინა
ივანიშვილს. ბიძინა
ივანიშვილი დღესაც არის
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის,
მშვიდობისა და ქვეყნის
განვითარების მთავარი
გარანტი ჩვენს ქვეყანაში.
მადლობა ჩვენი პარტიის
დამფუძნებელს და საპატიო
თავმჯდომარეს იმ
თავგანწირვისთვის,
რომლითაც ის საქართველოს
ეროვნულ ინტერესებს უკვე
მრავალი წელია იცავს, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
შტაბის ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ, თელავში,
საარჩევნო შეხვედრაზე
სიტყვით
გამოსვლისას.მანვე
აღნიშნა, რომ 2012 წლის 1
ოქტომბერს დასრულდა
უცხოური აგენტურის
ავტორიტარული
მმართველობა, რომელიც
ქართული სახელმწიფოს და
ქართველი ხალხის
წინააღმდეგ უამრავ
დანაშაულს ჩადიოდა.„2012
წელს, როდესაც ქართველებს
სისხლიანი რეჟიმი გვყავდა
ხელისუფლებიდან
გასასტუმრებელი,
კახელებმაც თქვენი
ხმამაღალი სიტყვა თქვით. 2012
წლის 1 ოქტომბერს ჩვენ,
ყველამ ერთად დავასრულეთ
უცხოური აგენტურის
ავტორიტარული
მმართველობა, რომელიც
ქართული სახელმწიფოს და
ქართველი ხალხის
წინააღმდეგ უამრავ
დანაშაულს ჩადიოდა. ეს
დანაშაულები იყო
ადამიანების მკვლელობა და
წამება, ბიზნესის რეკეტი,
ტელევიზიების მიტაცება,
არჩევნების გაყალბება და
მრავალი სხვა. რაც
მთავარია, ამ ადამიანების
მოღალატეობრივი დანაშაული
ჩვენს ქვეყანას
ტერიტორიის 20 პროცენტის -
ჩვენი ისტორიული
მხარეების აფხაზეთისა და
სამაჩაბლოს დაკარგვად
დაუჯდა. ეს არის ღალატი,
რომლისთვისაც
დამნაშავეებმა
კონსტიტუციისა და კანონის
მთელი სიმკაცრით უნდა აგონ
პასუხი,“- განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.