2009 წლის 15 ივნისის
მშვიდობიანი აქციის
დარბევა და ადამიანის
უფლებების შელახვის
ფაქტები - ეს იქნება
დროებითი საგამოძიებო
კომისიის დღევანდელი
სხდომის განსახილველი
თემა.კომისიის წევრების
წინაშე თბილისის
საკრებულოს თავმჯდომარე
ზურაბ აბაშიძე, ასევე დაჩი
ცაგურია და მერაბ
ჭიქაშვილი
წარსდგებიან.საუბარია 16
წლის წინ თბილისის მთავარი
სამმართველოს წინ
განვითარებულ მოვლენებზე.
მშვიდობიანი აქციის
დაშლისას პოლიციამ
გამოიყენა არაპროპორციული
ძალა - ფიზიკური
ანგარიშსწორება გაგრძელდა
სამმართველოს შენობაშიც,
სადაც აქციაზე დაკავებული
პირები მიიყვანეს.