„ხალხის ძალის“
თავმჯდომარემ და
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა სოზარ
სუბარმა 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე 2008 წლის
არჩევნებზე არსებულ
დარღვევებთან
დაკავშირებით
ისაუბრა.როგორც მან
აღნიშნა, ვიდეო კამერების
ჩანაწერებიდან
დასტურდებოდა, რომ
მიცემული ხმების
რაოდენობა არემთხვეოდა და
მეტი იყო ფიზიკურად
უბანზე მისული
ადამიანების რაოდენობისა.
მისივე თქმით, როდესაც ნახა
მაშინდელმა ხელისუფლებამ,
რომ იყო გაყალბების უდაო
მტკიცებულებები, მათ
საერთოდ შეუზღუდეს წვდომა
სახალხო დამცველს ამ
ჩანაწერებზე.„დღეს,
როდესაც პოლიტიკურმა
პარტიებმა თქვეს, რომ
არჩევნები გაყალბდა და არ
შემოდიან პარლამენტში,
თუმცა ვერცერთი
მტკიცებულება ვერ
წარმოადგინეს. 2008 წლის
არჩევნებზე ლაპარაკობდა
ქალბატონი თეა და მე ვიტყვი
რამდენიმე მტკიცებულებას,
რაც ხდებოდა მაშინ. როგორც
საქართველოს სახალხო
დამცველმა, ჩვენ ჯერ ერთი
დაკვირვებასაც
ვაწარმოებდით და მეორე
გამოვითხოვეთ ვიდეო
მტკიცებულებები, ვიდეო
კამერების ჩანაწერები
რამდენიმე ოლქიდან.
თითქმის ყველა უბანზე
ხდებოდა ჩაწერა. მაგალითად
დადასტურდა ასეთი ამბები:
გორში რამდენიმე უბანზე,
სადაც ეწერა, ვთქვათ
„ნაციონალურმა მოძრაობამ“
მიიღო პირობითად 500 რაღაცა
ხმა, ზუსტად არ მახსოვს 500
რამდენი, თორემ ციფრები
ზუსტად მახსოვს 500 რაღაცა
იყო, ამ არჩევნების დღის
განმავლობაში 8 საათიდან 8
საათამდე უბანზე შევიდა 200
რაღაცა ამომრჩეველი, 250
პირობითად. ანუ დაახლოებით
ორჯერ მეტი ხმა მიიღო
მხოლოდ „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ იმ კონკრეტულ
უბანზე, ვიდრე შევიდა
მთლიანად ამომრჩეველი და
ასეთი იყო ძალიან ბევრი.
ამაზე უფრო მეტი სისტემური
დანაშაული
შეუძლებელია. როდესაც ნახა
მაშინდელმა ხელისუფლებამ
საით მივდიოდით და რომ
მტკიცებულებები იყო უდავო
გაყალბების, მათ საერთოდ
შეგვიზღუდეს წვდომა ამ
ჩანაწერებზე, რაც ასევე
კონსტიტუციის დარღვევაა“, -
განაცხადა სოზარ
სუბარმა.მისივე თქმით,
როდესაც 2008 წელს მიხეილ
სააკაშვილი მიხვდა, რომ
არჩევნებს აგებდა
მესტიაში, კოდორის ხეობა
შემოუერთა მესტიას და 3000
ჯარისკაცის ხმა წამოიღეს
მესტიაში.„2008 წელს უკვე
საპარლამენტო მოხდა ასევე
საინტერესო ამბავი.
კოდორის ხეობა
მოგეხსენებათ 2008 წლის
ომამდე იყო საქართველოს
ცენტრალური ხელისუფლების
კონტროლ ქვეშ. სააკაშვილმა
უბრალოდ დაინახა, რომ
მაჟორიტარულ არჩევნებს
აგებს მესტიაში, აგებდა
ჩვენს კოლეგასთან ვიქტორ
ჯაფარიძესთან და კოდორის
ხეობა, სადაც არჩევნები
ბუნებრივია ტარდებოდა,
მაგრამ არ ტარდებოდა
მაჟორიტარული არჩევნები,
იმიტომ, რომ ეს არის
გულრიფშის რაიონის ნაწილი,
სწორედ ამ საარჩევნო
მიზნით, მხოლოდ ერთჯერადად
შემოუერთა მესტიას და იქ
განლაგებული 3000 ჯარისკაცის
ხმა წამოიღეს მესტიაში. 3000
კაცის ხმა აბსოლუტურად
3000-ვე ხმა, ყოველივე
დაკვირვების გარეშე იყო ეს
ხმები მიცემული, იყო ერთ
კანდიდატზე, „ნაციონალური
მოძრაობის“ კანდიდატზე
მიცემული და 3000 ხმა
მთლიანად წყვეტს მესტიაში
არჩევნების ბედს, რომელიც
მე მგონია, რომ ესეც არის
ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ
როგორი დარღვევები
ხდებოდა და როგორი
დარღვევებით ტარდებოდა
არჩევნები“, - განაცხადა
სოზარ სუბარმა.მანვე
აღნიშნა, რომ 2012 წელთან
დაკავშირებით გაცილებით
მეტი მასალები აქვს და
ამაზე სავარაუდოდ კომისია
შემდეგ მუშაობის პერიოდში
იმსჯელებს.