2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელ დროებით
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილ
ვითარებას და 2008 წლის
აგვისტოს ომის მოვლენებს
განიხილავენ, კომისიის
წინაშე დასმულ კითხვებს
სახმელეთო ჯარების
სამედიცინო დეპარტამენტის
ყოფილი ხელმძღვანელი, ომის
ვეტერანი, ლაშა ქოიავა,
პასუხობს.ლაშა ქოიავას
განცხადებით, 2008 წელს უკვე
ინტენსიური მეცადინეობები
მიდიოდა და თებერვალში
უკვე იცოდა, რომ სადღაც
გაზაფხულზე შეიძლება
დაწყებულიყო საბრძოლო
მოქმედებები, გაზაფხულის
ბოლოს, მაისი-ივნისის
დასაწყისში.„2008-ში
ინტენსიური მეცადინეობები
მიდიოდა, იმიტომ რომ
იქნებოდა მალე საბრძოლო
მოქმედებები. თებერვალში
უკვე ვიცოდი, რომ სადღაც
გაზაფხულზე შეიძლება
დაწყებულიყო საბრძოლო
მოქმედებები, გაზაფხულის
ბოლოს, მაისი-ივნისის
დასაწყისში. იმიტომ, რომ
შესწავლილი მქონდა შიდა
ქართლის სამინისტროს
შესაძლებლობები და
აგრეთვე, დასავლეთ
საქართველოს სამინისტროს
შესაძლებლობები. რამაც
მაშინ საკმაოდ
დამთრგუნველი
შთაბეჭდილება დატოვა. მე
დამისვეს ამოცანა, რომ
საველე ჰოსპიტალი ქმედითი
ყოფილიყო მაისის
ბოლოსთვის. სახმელეთო
ჯარების სარდალმა
დამავალა ეს.
მეცადინეობები მიდიოდა
ყოველდღიურ რეჟიმში
გეგმის მიხედვით,“-
განაცხადა ლაშა ქოიავამ.