1991 წლის 31 მარტის
რეფერენდუმიდან 33 წელი
გავიდა.კითხვას: „თანახმა
ხართ თუ არა, აღდგეს
საქართველოს
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა 1918 წლის 26
მაისის აქტის საფუძველზე“
1991 წლის 31 მარტს
ამომრჩეველთა
უმრავლესობამ დადებითი
პასუხი გასცა. 3,672,403
ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა
მისცა საქართველოს
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის
აღდგენას.9 აპრილს უმაღლესი
საბჭოს სესიაზე მიიღეს
საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი. 1991
წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა
რეფერენდუმის
შემაჯამებელი
შედეგები.ამასთან, დღეს
ასევე არის საქართველოს
პირველი პრეზიდენტის
ზვიად გამსახურდიას
დაბადების დღე, რომელსაც 86
წელი შეუსრულდებოდა.