საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის
საავტომობილო გზის კმ0-კმ7
(საჯავახო-ნოღა) მონაკვეთზე
მიმდინარე სარეაბილიტაციო
სამუშაოების პროცესში,
დაგეგმილია
ასფალტ-ბეტონის საფარის
მოწყობის სამუშაოების
წარმოება. რის გამოც, 2025 წლის
17, 18 და 19 ივლისს
ყოველდღიურად 08:00 სთ-დან 23:00
სთ-მდე, გზის აღნიშნულ
მონაკვეთზე იზღუდება
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო მსუბუქი
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.