„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი და
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი
მამუკა მდინარაძე 12 წლის
წინ არჩევნებში „ქართული
ოცნების“ გამარჯვების
ფაქტს სოციალურ ქსელში
ეხმიანება.„12 წელი გავიდა
მას შემდეგ, რაც ქართველმა
ხალხმა, ბიძინა
ივანიშვილის ლიდერობით,
უპრეცედენტო თავგანწირვა
და ერთობა აჩვენა. ამ
დღიდან დაიწყო აგენტურულ
ბოროტებაზე გამარჯვება,
რაც ბოლომდეა მისაყვანი. ამ
უთანასწორო ბრძოლაში კი 2024
წლის 26 ოქტომბერი კიდევ
ერთი უმნიშვნელოვანესი
თარიღია!26 ოქტომბერს ისევ
ქართველი ხალხი და
„ქართული ოცნება“, ისევ
ბიძინა ივანიშვილის
ხელმძღვანელობით, კიდევ
ერთ ისტორიულ გამარჯვებას
მოიპოვებს ერთიანი,
დამოუკიდებელი, ძლიერი და
დაუმარცხებელი
საქართველოს იდეის,
ქართული ოცნების
ასასრულებლად!“, - წერს
მამუკა მდინარაძე.