12 000 აბონენტს გაზი შეუწყდა - ნახეთ, აღდგენის დრო

Primetime.ge 4 თვის წინ 83
12 000 აბონენტს გაზი შეუწყდა - ნახეთ, აღდგენის დრო
„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს:„დღეს, 25 მარტს, 11:00 საათზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გაზსადენის დაზიანების გამო - ისნის, ნავთლუღის, მეტრომშენისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაზის მიწოდება ავარიულად 12 000 აბონენტს შეუწყდა.გაზმომარაგება შეუწყდა როგორც საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს, ისე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის:ქუჩები და უბნები:დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის (ახლანდელი ლეხ კაჩინსკის), შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, იზაშვილის, ხაჩატურიანის და სხვა მიმდებარე ქუჩები.მეტრო "ისნის" მიმდებარე ობიექტები:"სოკარის" გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობა.სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები:სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, კომერციული ობიექტები, რესტორნები და საცხოვრებელი კომპლექსები.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ, გაითვალისწინოთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. იყავით ყურადღებით“.
სრულად წაიკითხეთ სტატია