„26 ოქტომბერს მყარად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ხმა მივცეთ მშვიდობას და წინსვლას!“- პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

Primetime.ge 2 თვის წინ 34
„26 ოქტომბერს მყარად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ხმა მივცეთ მშვიდობას და წინსვლას!“- პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ქავთარაძის ქუჩის N72-ისა და ნუცუბიძის N215-ის მოსახლეობას შეხვდა.დელეგატმა შეხვედრაზე  ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები. ასევე, დაიგეგმა სამომავლოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელება.„ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი ვიყავი და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ახალგაზრდებისთვის ამისათვის შესაბამისი გარემო შევქმნათ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე, აღვნიშნეთ, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი წილია იმაში, რომ დღეს გვაქვს მშვიდობა. 26 ოქტომბერს მყარად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ხმა მივცეთ მშვიდობას და წინსვლას,“- განაცხადა ზუკა რურუამ.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია