როგორი ამინდებია
მოსალოდნელი საქართველოში
- თემაზე გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების განყოფილების
უფროსმა, დოდო გვაზავამ
„პრაიმტაიმთან“
ისაუბრა.მისი თქმით,
ხვალიდან 20 დეკემბრიდან,
საქართველოში გამოიდარებს
და უმეტესად უნალექო
ამინდი შენარჩუნდება.„20
დეკემბრიდან,
საქართველოში
გამოიდარებს, ღამით
მოიმატებს ყინვები,
დასავლეთ საქართველოს
დაბლობ რაიონებში
მოსალოდნელია -2 გრადუსამდე
ყინვა. შემდეგ დღეებს რაც
შეეხება, ყინვა არ არის
მოსალოდნელი და
გამოიდარებს. დღის
ტემპერატურა, დასავლეთ
საქართველოში მოიმატებს
და +15 +17 გრადუსს
მიაღწევს. აღმოსავლეთ
საქართველოში, კახეთში და
დედაქალაქში უმეტესად
მოსალოდნელია ღრუბლიანი
ამინდი. ზოგან იქნება
ნისლი. გუდაური-სტეფანწმინდის
მიდამოებში, მოსალოდნელია
-10 -12 გრადუსი. შეიძლება
ითქვას, უნალექო ამინდები 27
დეკემბრამდე
შენარჩუნდება“,- გვითხრა
დოდო გვაზავამ.