ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა - სემეკი

Primetime.ge 2 თვის წინ 25
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა - სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა, – ამის შესახებ სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს თბილისში, წყნეთის გზატკეცილი N5-ში სასმელი წყლის მიწოდების საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებთან შეუსაბამობა და სემეკ-ის მიერ დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.სემეკი-ის ცნობით, კომპანიას დაევალა ჯარიმის სახით დაკისრებული 10 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.„მოქალაქის მომართვის საფუძველზე, სემეკ-ის წყალმომარაგების დეპარტამენტის მიერ წყნეთის გზატკეცილი N5-ში წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელი არ იყო მოწყობილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სასმელი წყლის მიწოდება არ შეესაბამებოდა ტექნიკურ ნორმებსა და სტანდარტებს. კომპანიას დაევალა ხარვეზების გამოსწორება და მოქალაქისთვის სასმელი წყლის მიწოდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. განსაზღვრულ ვადაში დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სემეკ-ი იმსჯელებს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ სანქციის დაკისრებაზე“, – ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია