საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანს ყაზახეთში
Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი
თვითმფრინავის
ჩამოვარდნის გამო
სამძიმარს და თანადგომას
უცხადებს.„ღრმად
შეწუხებულნი ვართ Azerbaijan
Airlines-ის თვითმფრინავის
კატასტროფის შესახებ
ცნობებით, რომლის
შედეგადაც ათობით
ადამიანი დაიღუპა.
გულწრფელად თანავუგრძნობთ
და მხარდაჭერას ვუცხადებთ
ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ
ხალხს. ამ რთულ დროს
საქართველო გვერდში უდგას
და სოლიდარობას უცხადებს
სტრატეგიულ პარტნიორს,
აზერბაიჯანს.
დაშავებულებს სწრაფ
გამოჯანმრთელებას
ვუსურვებთ“, - ნათქვამია
საქართველოს საგარეო
უწყების
განცხადებაში.ცნობისთვის,
დღეს აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის
კუთვნილი Embraer-190 ტიპის
სამგზავრო თვითმფრინავი
ჩამოვარდა. თვითმფრინავი
ბაქო-გროზნოს რეისს
ასრულებდა. წინასწარი
მონაცემებით, ბორტზე 67
მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი
წევრი იმყოფებოდა.
სავარაუდოდ,
ავიაკატასტროფის მიზეზი
ფრინველებთან
თვითმფრინავის შეჯახება
გახდა.