„უფალო იესო ქრისტე, ძეო
ღვთისა, შემიწყალე მე
ცოდვილი“, - ეს ლოცვა 2000
წლისაა.წმინდა მამების
აზრით, ამ ლოცვას მისტიკური
ძალა და მნიშვნელობა აქვს.
მას წმინდა მოციქულები და
წმინდა მამები ამბობდნენ.
ჩვენც ხშირად უნდა
ვიმეორებდეთ, რადგან იგი
წმენდს, ზღუდავს და იცავს
გულსა და გონებას ბოროტი
გულისთქმებისა და
აზრებისაგან.დაუცხრომლად
და მთელი გულით
წარმოთქმული იესოს ლოცვა,
უკვე შინაგანი ლოცვაა,
რომელიც ღვთაებრივი
ნათლის გამობრწყინების
წინაპირობად იქცევა.იესოს
ლოცვას წარმოვთქვამთ
როგორც ხმამაღლა, ისე -
გულში. იგი შეგვიძლია
ვიმეოროთ ნებისმიერ
ვითარებაში - ვსხედვართ თუ
ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ
ვჭამთ, გვიჭირს თუ -
გვილხინს... და ვამბობთ
შეუზღუდავად.