მეტეოროლოგი, კობა
ფარტენაძე სოციალურ
ქსელში განახლებულ
პროგნოზზე წერს: "ცივმა
ატმოსფერულმა ფრონტმა
საქართველოს ტერიტორიაზე
მკვეთრი აცივება
გამოიწვია, რასაც თან ახლდა
ნალექი და ძლიერი ქარი,
ზოგან ტემპერატურა 10-15
გრადუსით დაეცა. შაბათი
არანორმალურად თბილი იყო,
ზოგან კლიმატის ახალი
რეკორდი დაფიქსირდა,
მაგალითად ბათუმში ბოლოს
დაფიქსირებული ყველაზე
მაღალი ტემპერატურა 23
ნოემბერს 1987 წელს იყო +25
გრადუსი, ამჯერად კი +26.7 C
დაფიქსირდა.საინტერესოა
ყველასთვის როგორი ამინდი
გველოდება უახლოეს
დღეებში:26 ნოემბერს-
ნალექის ინტენსივობა
დაიკლებს და დღის საათებში
თითქმის ყველგან ხანმოკლე
პერიოდით გამოიდარებს.27-28
ში და ზოგადად 29 ნოემბრის
დილამდე, ძალაში რჩება
უამინდობის გაფრთხილება:
წვიმა მთელს ქვეყანაში,
პერიოდულად ძლიერი
ნალექით, ძლიერ ქართან
ერთად 17-22 მ/წმ- ში.მთიან
რეგიონებში, ზღვის დონიდან
700 მეტრის ზემოთ
მოსალოდნელია ძლიერი
თოვლი და ქარბუქი, ასევე
შესაძლებელია სველი
თოვლის ძლიერი შეწებება
საჰაერო გაყვანილობაზე,
გზებზე იქნება
ლიპყინული.ასე, რომ როგორც
ვკითხულობთ კვლავ
მოსალოდნელია მომდევნო
დღეებში - არასტაბილური
ამინდი, კლიმატურ
ნორმასთან ახლოს ან ოდნავ
დაბალი ტემპერატურით,
ნოემბრისთვის
დამახასიათებელი უხვი
ნალექით.გისურვებთ მშვიდ
და დადებითი ემოციებით
სავსე დღეებს.მეტეოროლოგი -
კობა ფარტენაძე"