“წადი გაკვეთილიდანო, თუ გამოგყვებიან ეს ბავშვებიც, წამოგყვნენო. ავდექით ბოლოს და გავედით გაკვეთილიდან”

News.ge 2 კვირის წინ 11
“წადი გაკვეთილიდანო, თუ გამოგყვებიან ეს ბავშვებიც, წამოგყვნენო. ავდექით ბოლოს და გავედით გაკვეთილიდან”

“მე შენთან აღარ გავაგრძელებ არაფერსო, ლაპარაკი იგულისხმა, ალბათ, არ ვიცი. თუ არ გააგრძელებთ, მაშინ მე ავდგები და გავდივარ გაკვეთილიდან-მეთქი. წადი გაკვეთილიდანო” – შინდისის ბრძოლის გმირის ემზარ წილოსანის შვილი, მარიამ წილოსანი ამბობს, რომ ლანჩხუთში სკოლაში მასწავლებელთან საპროტესტო აქციების შესახებ კამათის შემდეგ მან და მისმა კლასელებმა საკლასო ოთახი დატოვეს.

“შენ ახლა თუ მოგწონს, თბილისში ბავშვები რომ დგანანო და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც არ შეეფერებათო. მე ამაზე ვუთხარი, რომ ეგ ბავშვები არასდროს არაფერს აკეთებენ და პირიქით, მომწონს ის საქციელი, რასაც ისინი აკეთებენ და მათ გვერდით ვდგავარ-მეთქი. ვკითხე, თქვენ თუ იცით, ბავშვებს როგორ ექცევიან და რას აკეთებენ, რომ ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავთ.

მიპასუხა – ადამიანი რომ ცემეს, ჟურნალისტი, მარტო ეგო? ვუპასუხე, რომ მარტო ეგ არა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ცემენ, ურტყამენ და პოლიციელი არ ასრულებს თავის მოვალეობას-მეთქი.

მერე მასწავლებელმა აწია ხელები, რომ ვსო, მე შენთან აღარ გავაგრძელებ არაფერსო, ლაპარაკი იგულისხმა, ალბათ, არ ვიცი. თუ არ გააგრძელებთ, მაშინ მე ავდგები და გავდივარ გაკვეთილიდან-მეთქი. წადი გაკვეთილიდანო, თუ გამოგყვებიან ეს ბავშვებიც, წამოგყვნენო. ავდექით ბოლოს და გავედით გაკვეთილიდან, ” აღნიშნა მარიამ წილოსანმა TV პირველთან.

სრულად წაიკითხეთ სტატია