გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით,
საქართველოს ტერიტორიის
უმეტეს ნაწილზე იქროლებს
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი
ქარი.❗️მოსალოდნელმა
ნალექებმა შესაძლებელია
დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე წყლის
დონეების მატება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. 25 ნოემბერიდან
საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე ჰაერის
ტემპერატურა
მნიშვნელოვნად დაიკლებს.🌨
26-28 ნოემბერს ქვეყნის
ტერიტორიის უმეტეს
ნაწილზე მოსალოდნელია
ნალექი, მთაში თოვლის
სახით, ზოგან ძლიერი.
მაღალმთიან რაიონებში
შესაძლებელია ნისლი,
ქარბუქი და
ზვავსაშიშროება.❗️დიდთოვლობის,
ხილვადობის გაუარესების,
ქარბუქის და
ზვავსაშიშროების გამო
საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა.
(საფრთხის დონე საშუალო).