88 წლის ასაკში გარდაიცვალა
რეჟისორი გურამ (გიზო)
გაბესკირია. ინფორმაციას
პირველი არხი
ავრცელებს.გიზო
გაბესკირია იყო დამდგმელი
რეჟისორი ფილმებისა: „დათა
თუთაშხია“ (1977 წელი, გ.
ლორთქიფანიძესთან ერთად),
„ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ.
კალატოზიშვილთან ერთად),
„ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი,
„ქართული ფილმისა“ და
საფრანგეთის
„პატესინემას“ ერთობლივი
ნამუშევარი ე. საშენთან
ერთად).გაბესკირია 1972
წლიდან მუშაობდა
კინოსტუდია „ქართული
ფილმის“ რეჟისორად. 1991 წელს
დაინიშნა „ქართული
ფილმის“ მეორე
შემოქმედებითი
გაერთიანების სამხატვრო
ხელმძღვანელად. 1992 წელს
აირჩიეს კინოკორპორაცია
„ქართული ფილმის“
კინოსტუდია „ფრესკას“
სამხატვრო
ხელმძღვანელად.1997 წლიდან
მოღვაწეობდა სულხან-საბა
ორბელიანის სახელობის
თბილისის პედაგოგიურ
უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში
მუშაობდა საქართველოს
პოლიტექნიკური
უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2006
წლიდან იყო ილია
ჭავჭავაძის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარული ფაკულტეტის
საპატიო პროფესორი.გიზო
გაბესკირია იყო
საქართველოს ხელოვნების
დამსახურებული მოღვაწე (1980),
თბილისის საპატიო
მოქალაქე (2024).