საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
ჩინეთში, შანხაიში,
ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025
მონაწილეობს. გამოფენაზე
30-მდე სახელმწიფო
ორგანიზაცია და კერძო
კომპანიაა წარდგენილი.
გამოფენის მნიშვნელობაზე
საუბრობს სასტუმრო Panorama Lisi
Grand Hotel-ის წარმომადგენელი
მართა დარციმელია.„ITB CHINA
2025-ის გამოფენაზე საკმაოდ
ბევრი ადამიანი მოდის,
ბევრი ტურისტული კომპანია
დაინტერესდა
საქართველოთი. ჩინური
ბაზარი ერთ-ერთი მზარდი და
საკმაოდ დიდია,
შესაბამისად ძალიან ბევრ
ტურისტს ველოდებით
ჩინეთიდან საქართველოში.
შარშანაც გვყავდა ძალიან
ბევრი ჩინელი სტუმარი
სასტუმროში და მას შემდეგ,
რაც სავიზო რეჟიმი მოიხსნა
ძალიან ბევრ სტუმარს
ველოდებით“-აცხადებს
მართა დარციმელია.ITB CHINA 2025
ჩინეთის ქალაქ შანხაიში
სამი დღის განმავლობაში
მომდინარეობს და მას
მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან
1500-ზე მეტი კომპანია და
ორგანიზაცია ესწრება.