ცნობილი მოდელი “კანონიერ ქურდთან” კავშირს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოს თამამად აქვეყნებს (+ფოტო

Dailyinfo.cc 1 თვე წინ 22
ცნობილი მოდელი “კანონიერ ქურდთან” კავშირს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ფოტოს თამამად აქვეყნებს (+ფოტო

ბა­თუ­მე­ლი მო­დე­ლი ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო, რო­გორც მსა­ხი­ობ და ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის სა­ცო­ლე. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად და­შორ­და. ჯი­ბღაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე და­ო­ჯახ­და და ნარ­კო­ტი­კე­ბის სკან­და­ლის შემ­დეგ სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გაქ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილს, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შვილს ელო­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, რომ მისი რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბა­თუ­მე­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი” მინ­დია გო­რა­ძე, იგი­ვე “ლა­ვა­ს­ოღ­ლი” გახ­ლდათ. თუმ­ცა უამ­რა­ვი კი­თხვის მი­უ­ხე­და­ვად ნი­ნი­კოს “ლა­ვა­ს­ოღ­ლის” ცო­ლო­ბა ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დე­გაც არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.ამ ცოტა ხნის წინ, ნა­ცა­რაშ­ვილ­მა მინ­დია გო­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რი­თაც ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­ლის იდუ­მა­ლი მე­უღ­ლე სწო­რედ “ლა­ვა­ს­ოღ­ლია”, და­დას­ტურ­და. სად არის სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლი უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია, ის, რომ “ლა­ვა­ს­ოღ­ლი” ამ­ჟა­მად ქარ­თულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას ემა­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, მინ­დია გო­რა­ძის კრი­მი­ნა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფია მო­ი­ცავ­და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებს, მათ შო­რის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულს – ქურ­დო­ბას, რე­კეტ­სა და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს. “ლა­ვა­ს­ოღ­ლი” გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვრცელ­დე­ბო­და ქვეყ­ნის გა­რე­თაც.

2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მოლ­დო­ვა­ში და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა მა­ლე­ვე მის­მა ოჯა­ხის წევ­რმა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

მინ­დია გო­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე, ჯამ­ში 22-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი.

2018 წლის ივ­ლის­ში ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში”, ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა­ში და და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. 2019 წლის აპ­რილ­ში კი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სა” და “ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში” მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მუხ­ლე­ბით და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

“ლა­ვა­ს­ოღ­ლი” 2021 წელს უკ­რა­ი­ნა­შიც და­ა­კა­ვეს და ოდე­სის აე­რო­პორ­ტში ექ­სტრა­დი­რე­ბას ელო­დე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ცი­ხეს მა­ში­ნაც და­აღ­წია თავი.

სრულად წაიკითხეთ სტატია