ჭავჭავაძეზე ხანძრის დროს,
სამაშველო ოპერაციის დროს
მეხანძრე
დაიღუპა.„შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახური ღრმა
მწუხარებას გამოთქვამს
მეხანძრე-მაშველის,
სამოქალაქო უსაფრთხოების
ლეიტენანტის - 1982 წელს
დაბადებული გიორგი
ლელაშვილის გარდაცვალების
გამო.გიორგი ლელაშვილი
მიმდინარე წლის 21
დეკემბერს, თბილისში ი.
ჭავჭავაძის გამზირზე
მდებარე შენობაში
გაჩენილი ხანძრის
სალიკვიდაციო სამუშაოებს
ასრულებდა, რა დროსაც
გადმოინგრა კედელი, რასაც
მეხანძრე-მაშველი
ემსხვერპლა.საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახური ღრმა
მწუხარებას გამოთქვამს
მომხდარის გამო და
სამძიმარს უცხადებს
გარდაცვლილი
მეხანძრე-მაშველის ოჯახს,
ახლობლებსა და
თანამშრომლებს“,-
ნათქვამია ინფორმაციაში.