ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”

News.ge 1 თვე წინ 22
ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”

ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„”წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში” – ამ წინადადებაში, როგორ გინდა ჩატიო ჩვენი შერყეული ფსიქოსომატური, კარდიოლოგიური, დიაბეტური თუ “უბრალოდ”„ – ფსიქოლოგიური მდგომარეობა- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ერთი წელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, საზოგადოებამ ამ ბრძოლაში ჯანმრთელობა და სიცოცხლის წლები დაკარგა, რათა უკვე გამოვლილ ჯოჯოხეთში არ დაბრუნებულიყვნენ.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და 2025 წელი მშვიდობიანი იქნება. ექსპერტი საზოგადოებას მოუწოდებს, დაღლილობის მიუხედავად შემართებით მიუდგნენ არჩევნებს.
„არაა საჭირო დღევანდელ შედეგებს დაელოდო, რომ არ აღიარო და არ გესმოდეს, როგორი “ჯოჯოხეთი” გამოიარა წელს საქართველომ, მსოფლიოში მიმდინარე “არმაგედონის” ფონზე. როდესაც უკვე იწერება და ამას ღიადაც ვაცხადებთ, რომ “წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში” – ამ წინადადებაში, როგორ გინდა ჩატიო ჩვენი შერყეული ფსიქოსომატური, კარდიოლოგიური, დიაბეტური თუ “უბრალოდ” – ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ჩვენ ამ ბრძოლაში ჯანმრთელობაც დავკარგეთ და სიცოცხლის გარკვეული წლები, რათა ერთხელ უკვე კარგად გამოცდილ ჯოჯოხეთში არ დავბრუნებულიყავით და არ შევსულიყავით ახალში და კიდევ უფრო დამანგრეველში. ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”.
თუკი ყველანი ვვარაუდობდით და შარშან პირდაპირ ვწერდით, რომ 2024 წელი უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, მოდით ისიც დავწეროთ, რომ 2025 წელი – არნახულად მშვიდი და დამაიმედებელი იქნება, რამეთუ ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ამ ოცნების აღსრულებას აღარაფერი უკლია – უკანასკნელი შემართება და ნუ დავიზარებთ ამას. მესმის, ყველანი დავიღალეთ – მაგრამ “დასვენების” ჟამი ჯერ არ დადგა,“- წერს დავით ქართველიშილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია