მმართველი პარტიის
აღმასრულებელმა მდივანმა
"ქართული ოცნების"
საარჩევნო კამპანიის
დასკვნით ღონისძიებაზე
შეკრებილებს სიტყვით
მიმართა. მამუკა
მდინარაძემ მხარდამჭერებს
მადლობა
გადაუხადა."მეგობრებო, ჩვენ
რა უნდა გვექნა, თქვენ რომ
ასეთი მაგრები არ
ყოფილიყავით? თქვენ რომ ასე
მაგრად არ დაგვდგომოდით
გვერდში? - იმ ძალიან
უთანასწორო ბრძოლაში,
რომელშიც რამდენიმე ეტაპი
მოვიგეთ, გავიმარჯვეთ და
კიდევ გავიმარჯვებთ.
სხვანაირად გამორიცხულია,
რადგან სამშობლოს არავის
დავუთმობთ და არც არავის
შევეცილებით. 26 ოქტომბერი
არის გადამწყვეტი ბრძოლა -
გავიმარჯვებთ თუ არა
ფიზიკურად და სულიერად -
გადავრჩებით თუ არა. არ
დავუთმობთ არც საკუთარ
მოქალაქეებს, არც საკუთარ
ქვეყანას არავის.
საქართველო - ჩვენი ქვეყანა
იქნება გამარჯვებული. ჩვენ
ვიბრძვით არა ცალ ფეხზე
მდგომი, არამედ ტრადიციული,
ქართული, ეროვნული
ქვეყნისა და ასეთივე -
ქრისტიანული, ტრადიციული
ევროპისთვის და არა ისეთი
ევროპისთვის, საიდანაც
გვეუბნებიან, რომ მათი
მითითებით უნდა
ვიმოქმედოთ. ეს ჩვენი
ეროვნული თავმოყვარეობის
ამბავია. ვინ დგას მეორე
მხარეს? გარედან
დავალებების შემსრულებელი
ხალხი", - განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.