“ჩემს ბრდღვი­ა­ლა გო­გოს მე მივ­ხე­დავ, ანა გა­და­მირ­ჩი­ნეთ, და­ეხ­მა­რეთ ელე­ნეს მე­გობ­რის გა­დარ­ჩე­ნა­ში” – რას წერს საზარელ ავარიაში დაღუპული ელენეს დედა?

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 20
“ჩემს ბრდღვი­ა­ლა გო­გოს მე მივ­ხე­დავ, ანა გა­და­მირ­ჩი­ნეთ, და­ეხ­მა­რეთ ელე­ნეს მე­გობ­რის გა­დარ­ჩე­ნა­ში” – რას წერს საზარელ ავარიაში დაღუპული ელენეს დედა?

კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი 2 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, სამი ადა­მი­ა­ნი კი მძი­მედ და­შავ­და. გარ­დაც­ვლი­ლი კო­ა­ლი­ცია “ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის შტა­ბის წევ­რი ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლია, მძი­მედ და­შავ­და ელენს მე­გო­ბა­რი ანა ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლი.

ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის დედა, ნინო ერე­მაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმართვას აქ­ვეყ­ნებს:

“ჩემს ბრდღვი­ა­ლა, მზე გო­გოს მე მივ­ხე­დავ და ყვე­ლას გთხოვთ, ილო­ცეთ ანას­თვის. ანა გა­და­მირ­ჩი­ნეთ, და­ეხ­მა­რეთ ელე­ნეს მე­გობ­რის გა­დარ­ჩე­ნა­ში, ნუ გა­ა­ტანთ ამ ტკი­ვილს თან…” – წერს ნინო ერე­მაშ­ვი­ლი.

ანა ქარ­თლე­ლიშ­ვილს თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ღვიძ­ლი­სა და თა­ვის არე­ში ჰქონ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. წუ­ხელ მისი თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მოყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა მე­დი­კო­სებ­მა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ გას­ცეს. გუ­შინ გო­გო­ნას მე­ო­რე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

სრულად წაიკითხეთ სტატია