საქართველოს პრეზიდენტი
სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის უფროსთან
შეხვედრას ითხოვს, - ამის
შესახებ სალომე
ზურაბიშვილი სოციალურ
ქსელში წერს.„არსებული
მდგომარეობიდან
გამომდინარე, შეხვედრაზე
ვიბარებ სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის
უფროსს, კოკა კაციტაძეს,
თუმცა ჩემი ადმინისტრაცია
ვერ უკავშირდება. ეს ის
უწყებაა, რომელიც უშუალოდ
პასუხისმგებელია
სამართალდამცავი
ორგანოების მიერ
ძალადობის ფაქტების
გამოვლენა, გამოძიებაზე.ის
კადრები, რასაც ეს დღეებია
ვხედავთ, ადასტურებს
სასწრაფო გამოძიების
აუცილებლობას“, - წერს
სალომე ზურაბიშვილი
სოციალურ ქსელში.