შენგელიას მარათონული კვირა დაიწყო | პირველი მატჩი: 19 ქულა და მოგება “სასარისთან”

News.ge 1 თვე წინ 19
შენგელიას მარათონული კვირა დაიწყო | პირველი მატჩი: 19 ქულა და მოგება “სასარისთან”

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მარათონული კვირა დაიწყო. მას 7 დღის ინტერვალით 4 მატჩის გამართვა უწევს, რომელთაგან პირველი 17 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატში გამართა. სერა A-ს იტალიის ჩემპიონატში შენგელიას “ვირტუსმა” ბოლონიაში „დინამო სასარის“ უმასპინძლა და 95:85 სძლია.
თორნიკეს სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 8-დან 5 ორქულიანი, 10-დან 9 საჯარიმო, რამაც 19 ქულა შეადგინა. ამასთან თოკომ 3 მოხსნა, 1 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 25. ამ მაჩვენებლებით ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. „ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩში 7 მოგება აქვს და დაუმარცხებელი
„ტრენტოს“ შემდეგ მეორე ადგილზეა.
როგორც ვთქვით, შენგელია 17-დან 24 ნოემბრამდე ოთხი მატჩი უწევს. ერთი კვირას გამართა, ოთხშაბათს მისი „ვირტუსი“ ევროლიგაზე „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება და მატჩის დასრულებისთანავე კაპიტანი ფინეთში გაემგზავრება, სადაც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ხუთშაბათს ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი მატჩია – ფინეთი-საქართველო. კვირას კი ეს გუნდები თბილისში ითამაშებენ.
GBF

სრულად წაიკითხეთ სტატია