შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ პოსტების რეკლამაზე: ეს აჩვენებს, რომ ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ ქსელზე ორიენტირდებიან, თვალს უხუჭავდნენ „ლელოს“ და გასარკვევი იქნება, რა იყო ამის წინაპირობა

Primetime.ge 2 კვირის წინ 29
შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ პოსტების რეკლამაზე: ეს აჩვენებს, რომ ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ ქსელზე ორიენტირდებიან, თვალს უხუჭავდნენ „ლელოს“ და გასარკვევი იქნება, რა იყო ამის წინაპირობა
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ ქსელზე ორიენტირდებიან, თვალს უხუჭავდნენ „ლელოს“ და ეს გასარკვევი იქნება, რა იყო ამის წინაპირობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ „ლელოს“ პოლიტიკურ პოსტებს, რომელსაც პარტია ისე არეკლამებს, რომ ამ რეკლამაში გადახდილი თანხა კონფიდენციალური დარჩეს.„თუკი სიმართლეა, ეს რა თქმა უნდა, სკანდალია იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ეს გულისხმობს, რომ ისინი საარჩევნო კამპანიისთვის დამალულ თანხებს მალავენ. მეორეს მხრივ, ეს სკანდალია, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ ქსელზე ორიენტირდებიან და მილიონობით დაფინანსება აქვთ - ISFED-ს და სხვა ასეთ ორგანიზაციებს, რომ სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო კამპანიას ყურადღება მიაქციონ - როგორც ჩანს, თვალს უხუჭავდნენ „ლელოს“ და ეს გასარკვევი იქნება, რა იყო ამის წინაპირობა და რატომ უხუჭავენ თვალს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.„ლელო“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიტიკურ პოსტებს აქვეყნებს, შემდეგ ისე არეკლამებს, რომ ამ რეკლამაში გადახდილი თანხა კონფიდენციალური დარჩეს. ეს მაშინ, როდესაც პოლიტიკური რეკლამის ფინანსური წყარო, ზოგადად, საჯარო და გამჭვირვალეა. „ლელოს“ რეკლამების ნაწილი „ფეისბუქმა“ შეაჩერა ავტორიზების გარეშე პოლიტიკური შინაარსის პოსტების დარეკლამების გამო.
სრულად წაიკითხეთ სტატია