ყველაზე მეტად სამწუხაროა,
არა ესტონელი დეპუტატის ეს
მავნებლური ინიციატივა,
არამედ ის, რომ ამის უკან
დგანან ქართველები, ჩვენი
თანამოქალაქეები, - ასე
ეხმაურება საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, გიორგი
ვოლსკი ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის 24
წევრის
განცხადებას.გიორგი
ვოლსკის თქმით, ეს
ყველაფერი იმაზე
მიუთითებს, რომ
ამოქმედებულია
მოღალატეობრივი
რესურსი.“სასიხარულოდ,
მხოლოდ 24 თუ 25 დეპუტატი
აწერს ხელს და ამას
სათავეში უდგას ესტონელი
დეპუტატი, რომელიც 2007-2008
წლებში იყო სააკაშვილის
მრჩეველი უსაფრთხოების
საკითხებში და რაც ურჩია
დღეს ამას ვიმკით. 612
დეპუტატია და
სადამკვირვებლო მისიის
არც ერთი დეპუტატი ამ
განცხადებას არ აწერს ხელს,
თუმცა რასაკვირველია,
არასასიამოვნო ფაქტია. ეს
კიდევ ერთხელ მიუთითებს
რამდენად მოღალატეობრივი
რესურსი არის
ამოქმედებული და ცოცხლობს
იმ კონკრეტულ ადამიანებში,
რომლებიც ამის უკან დგანან.
ყველაზე მეტად სამწუხაროა,
არა ესტონელი დეპუტატის ეს
მავნებლური ინიციატივა,
არამედ ის, რომ ამის უკან
დგანან ქართველები, ჩვენი
თანამოქალაქეები,
რომლებიც ემტერებიან
საქართველოს. ეს არის
საქართველოს წინააღმდეგ
შეთქმულება და ამაში
ჩათრეული ჰყავთ ზოგიერთი
უცხოელი აქტორი“, -
განაცხადა გია
ვოლსკიმ.ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
სადამკვირვებლო მისიის
გვერდზე გამოქვეყნდა
ევროპარლამენტარ ერიკ
კროსის მომზადებული
განცხადება, სადაც
აკრიტიკებენ საქართველოს
და წერენ, რომ ცენტრალური
საარჩევნო კომისია
ხელისუფლების კონტროლის
ქვეშ არის.აღნიშნულ
განცხადებას, ასამბლეის 612
წევრიდან მხოლოდ 24-მა
მოაწერა ხელი.