რეალითი შოუს ყოფილი
მონაწილე, სალომე უშხვანი
თბილისში მოკლულ, 27 წლის
ტატო ფირცხალაიშვილის
შესახებ ემოციურ პოსტს
აქვეყნებს:„მერამდენე
დღეა, ღამით მეღვიძება და
როცა ვიძინებ, მაშინაც ამ
ტრაგედიაში ვარ! ჩემი
გონება და ქვეცნობიერი ვერ
ეგუება და იჯერებს! უყურეთ
ამ ბიჭს და დაიმახსოვრეთ,
მსგავს ბიჭებს იშვიათად
შობენ დედები!! ადამიანი
ენერგია, ქარიზმა, იუმორი,
სიყვარული, სიკეთე, იცით,
ვერ გაუბრაზდებოდი, ვერ
გაუბოროტდებოდი, იმდენად
დადებითი იყო, ცამდე
ობიექტური ვარ და ღმერთია
მოწმე, რომ ეს სიტყვები
მხოლოდ ჩემი მისდამი
სიყვარულის გამო არ
იწერება! არ ვიცი,
აღმაშენებელზე რომ
ჩავივლი, კაფეში რომ
შევივლი და ის ენერგია აღარ
იქნება, რას ვიგრძნობ!
ტატულიკა!! 27 წლის ასაკში
ისეთი სიყვარული და
პატივისცემა დაიმსახურა,
რასაც ზოგიერთები
სიბერემდე ვერ აღწევენ!
ლაჩარი უნდა ყოფილიყავი და
შურიანი, რომ მოგეკლა,
ჩირქიანი ნაძირალა! ჯერ
კიდევ ჩანასახშივე
მოსაკლავი, ზუსტად ვიცი, ის
არაკაცი როცა ჩაძაღლდება,
გადააფურთხებენ მის
საფლავზე და გაივლიან!!!
დამტირებელი არ ეყოლება!!!
არ ვიცი, მზე რა ნამუსით
უნდა ამოდიოდეს! „ვა, სალ,
რას შვები, რა ხდებოდა,
მოყევი აბა ერთი…“... რა
ხდებოდა ტატო და ვწერ
იმაზე, რომ შენნაირი მეორე
არ არსებობდა, ხომ არიან
ადამიანები, ვიღაც ვიღაცას
ჰგავს რაღაცით, მაგრამ შენ
ყველაფერი შენი გქონდა,
ინდივიდუალურად კაი ტიპი
იყავი! ბოროტებმა ვერ
აიტანეს შენი კაი ტიპობა!
არ ვიცი, ვისთვის როგორ,
მაგრამ ჩემთან არ
გარდაცვლილხარ! მის
მშობლებს რომ იცნობდეთ,
მიხვდებოდით, რომ
სხვანაირი ვერც იქნებოდა!
ვიზიარებ საქართველო!!“ -
წერს სალომე
უშხვანი.ცნობისთვის,
შემთხვევა ე.წ მალაკნებზე
მოხდა. შსს-ს ცნობით,
დაკავებულია 4 ადამიანი.