გლდანში, "ქართული ოცნების"
წარმომადგენლებმა 2-თვიანი
საარჩევნო კამპანია
შეაჯამეს. დელეგატმა და
რაიონის მაჟორიტარმა
დეპუტატმა კიდევ ერთხელ
განაცხადეს, რომ 26
ოქტომბერს პარტია
დამაჯერებლად
გაიმარჯვებს.მათ თქმით,
2-თვიანი წინასაარჩევნო
კამპანიის
მიმდინარეობისას,
ერთადერთი ძალა, რომელიც
მოსახლეობას შეხვდა,
მხოლოდ "ქართული ოცნება"
იყო.