"ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს" პარლამენტის
დელეგატი სამველ
მანუკიანი ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის
სოფლების: ჩუნჩხას,
დილოსკასა და პტენას
მოსახლეობას
შეხვდა.შეხვედრაზე
დელეგატმა ისაუბრა 26
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების
მნიშვნელობაზე. ასევე,
მოსახლეობასთან
შეხვედრისას შეაჯამა
სოფლებში მიმდინარე და
დასრულებული პროექტები.
„„ქართული ოცნება“
ეროვნული ინტერესების
დაცვასა და ქვეყნის
განვითარებაზეა
ორიენტირებული. მჯერა, 26
ოქტომბერს ჩვენი
მოსახლეობა სწორ არჩევანს
გააკეთებს, რაც ჩვენი
ქვეყნისათვის მშვიდობისა
და სტაბილურობის სიმყარის
გარანტი იქნება,“-
განაცხადა სამველ
მანუკიანმა. შეხვედრას
ასევე ესწრებოდნენ,
ახალქალაქის მერი - მელქონ
მაკარიანი, საკრებულოს
თავმჯდომარე - ნაირი
ირიციანი და „ქართული
ოცნების“ სხვა
წარმომადგენლები.