"ქართული ოცნების" სამგორის
რაიონის დელეგატმა ვარლამ
ლიპარტელიანმა ვარკეთილში
კრივის დარბაზის გახსნის
ღონისძიებაში მიიღო
მონაწილეობა.კლუბი "მგლები"
საქართველოს კრივის
ფედერაციისა და სამგორის
რაიონის მუნიციპალიტეტის
თანადაფინანსებით შეიქმნა
და 200-ზე მეტ მოზარდზეა
გათვლილი.დარბაზის
გახსნაში ვარლამ
ლიპარტელიანთან ერთად
მონაწილეობა მიიღო
მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი
კანდელაკმა. ღონისძიებას
სამგორის რაიონის
გამგებელი, "ქართული
ოცნების" სამგორის
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელი და
გამგებლის მოადგილეც
ესწრებოდნენ.