„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა

Primetime.ge 2 თვის წინ 40
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას. საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ შორის, აღინიშნა, რომ უბანში რაიონში 6 ჰექტარზე მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა, ასევე დაწყებულია მაღალი ძაბვის სადენების მიწის ქვეშ მოქცევის პროექტი, მიმდინარეობს ბარბარეს უბნისა და აფრიკის დასახლების დამაკავშირებელი გზის მოწყობა და ა.შ. ადგილობრივების საჭიროებებიდან გამომდინარე, დაისახა შემდგომი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები და დელეგატის თქმით, მსგავსი შეხვედრები და მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია