„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ ისნის
დელეგატი ნიკა ელისაშვილი,
თბილისის საკრებულოს
ისნის მაჟორიტარი დეპუტატ
კახა ლაბუჩიძესთან ერთად,
ავლაბრისა და ნავთლუღის
მოსახლეობას შეხვდა, -
ინფორმაციას „ქართული
ოცნება - დემოკრატიული
საქართველო“
ავრცელებს.მათივე ცნობით,
შეხვედრაზე დელეგატი
მოქალაქეებს „ქართული
ოცნების“ გუნდის
პრიორიტეტებზე ესაუბრა.
ამომრჩეველთან ერთად
განიხილა ყველა აქტუალური
საკითხი, რომელიც აღნიშნულ
უბნებში მცხოვრებთ
აწუხებთ და შემდეგი 4 წლის
განმავლობაში მათ
მოგვარებას
დაჰპირდა.ამომრჩეველი
გაეცნო გუნდის სამომავლო
გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების
მნიშვნელობაზე.