ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა 22 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორპარტიული „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდაჭერას კიდევ 10 სენატორი შეუერთდება.
ეს სენატორები არიან: ტომ ტილისი, მიტ რომნი, ჯეფ მერკლი, ჯონ კორნინი, კრის მერფი, დენ სალივანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) თავმჯდომარე, ანგუს კინგი, ტოდ იანგი, შელდონ უაითჰაუსი და ჯორჯ ჰელმი. მათ მოითხოვეს, რომ შეუერთდნენ „ქართველი ხალხის აქტს“, როდესაც სენატი ნოემბერში ხელახლა შეიკრიბება.
„მოხარული ვარ, რომ სენატიდან ჩემი რამდენიმე კოლეგა აღიარებს საქართველოში არსებული სიტუაციის აქტუალურობას და დათანხმდა, რომ აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ თანაავტორი გახდეს“, – განაცხადა სენატორი შაჰინმა.
„კანონპროექტი მკაფიო გზავნილს აგზავნის კონგრესიდან, რომ აშშ გაერთიანებულია ქართველი ხალხის უკან, რომელიც ტრანსატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.
ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და პოლიტიკის საპასუხოდ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის სანქციებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ, საგარეო დახმარების გადახედვასა და არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადაფასებას. ის ასევე მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოს მიმართ, მათ შორის გადახედოს სამხედრო დახმარებას და შეერთებული შტატების მთავრობისგან მოითხოვოს, შეაჩეროს ყველა დაფინანსება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
კანონპროექტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო მოვლენების ფონზე, ასევე არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად და მოიცავს ორ საანგარიშო მოთხოვნას (1) შეაფასოს უცხოეთის მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და (2) ქართველი პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ძალისხმევა.
„ქართველი ხალხის აქტის“ გარდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულია ცალკე კანონპროექტი, MEGOBARI აქტი, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს საქართველოს ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი. MEGOBARI აქტი უკვე მიიღო აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა.
ასევე წაიკითხეთ: