ფოტოექსკურსია “კორიდას” ხორცპროდუქტების საწარმოში

Alia 8 თვის წინ 82
ფოტოექსკურსია “კორიდას” ხორცპროდუქტების საწარმოში
„კორიდა“ ხორცპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2007 წელს ქალაქ ფოთში შეიქმნა.

თავდაპირველად, კომპანიის ახლანდელი მასშტაბები წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა სწორი სტრატეგიითა და ხარისხიანი პროდუქტით მალევე იქცა ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ. წარმოების გამართვის შემდეგ, მცირე რაოდენობით მზა ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყეს. ახლა კი უკვე ჰყავთ მასშტაბური რაოდენობის რეგულაური მომხმარებელი და დასაქმებული 400-ზე მეტი ადგილობრივი კადრი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, “კორიდას“ ხორცპროდუქტების ფასი კონკურენტუნარიანია და მრავალფეროვან სეგმენტს მოიცავს. დიდია იმ სეგმენტის მოცულობა, რომელიც ორიენტირებულია შედარებით დაბალ ფასზე და ამავე დროს, სჭირდება პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია და ნდობას იმსახურებს. სწორედ მაღალი ხარისხისა და ფასის თანაფარდობა არის ბრენდის მთავარი უპირატესობა და ძირითადი განმსაზღვრელი „კორიდას“ მომხმარებლისთვის. „კორიდას“ მიერ წარმოებული ხორცპროდუქტები მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება, როგორც ქსელურ სუპერმარკეტებში, ასევე სხვა სავაჭრო ობიექტებში.  „კორიდა“ 40-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  როგორც კომპანიაში ამბობენ, ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ მათ შესაძლებლობა მისცა წარმოება მნიშვნელოვნად გაეზარდათ. საშუალოდ, ყოველწლიური მატება 8%-ია, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი გასულ წელს ჰქონდათ, როცა 10%-იანი მატება დაფიქსირდა. სამომავლო განვითარების სტარატეგიის ფარგლებში კომპანიას დაგეგმილი აქვს, რომ 2024წელს, წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სასაქონლო მეურნეობები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნის უზრუნველყოფას. ამიტომ “კორიდას” საწარმო იმპორტირებული ნედლეულით მარაგდება. „კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა. წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს უწევენ მონიტორინგს.

როგორც “კორიდაში” განმარტავენ, სტაბილურობა მათ საქმიანობაში უმნიშვნელოვანესია. ამიტომ თანამშრომლობენ წამყვან იმპორტიორ ქვეყნებთან, რომელთა შორისაა : არგენტინა, იტალია, ბრაზილია, გერმანია და სხვა.

ჩვენი ფოტო რეპორტაჟით გაჩვენებთ როგორ და რა პირობებში მზადდება “კორიდას” ხორცპროდუქტები:

 

The post ფოტოექსკურსია “კორიდას” ხორცპროდუქტების საწარმოში appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია