უსკო-ს წინასწარი
მონაცემებით, აჭარაში
„ქართული ოცნება” 56.66%-ით
ლიდერობს22:36, 26.10.2024 აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში
251 ელექტრონული უბნიდან ამ
დროისთვის დათვლილია 242
უბნის მონაცემები. როგორც
უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ
ჯალაღონიამ ბრიფინგზე
განაცხადა, აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში
317 საარჩევნო უბანზე
რეგისტრირებული 317 119
ამომრჩევლიდან
კენჭისყრაში მონაწილეობა
მიიღო 197 814 ამომრჩეველმა,
რაც ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობის 62.38%-ია.უსკო-ს
წინასწარი მონაცემებით,
აჭარის უმაღლესი საბჭოს
არჩევნებში „ქართული
ოცნება” 934 94 ხმით, 56.66%-ით
ლიდერობს, „ერთიანობა –
ნაციონალურ მოძრაობას”- 23 591
ხმა, 14.03% აქვს, „კოალიცია
ცვლილებებისთვის
გვარამია, მელია, გირჩი,
დროა” – 14 320 ხმა, 8.68%, „გახარია
საქართველოსთვის” -14 724 ხმა
8.92%, „ძლიერი საქართველო
ლელო ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის”- 10 329 ხმა,
6.26%.„251 ელექტრონული უბნიდან
ამ დროისთვის დათვლილია 242
უბანი. მონაცემები
შემდეგნაირადაა
განაწილებული: N4 „კოალიცია
ცვლილებებისთვის
გვარამია, მელია, გირჩი,
დროა”- 14 320 ხმა, 8.68%, N5
„ერთიანობა ნაციონალური
მოძრაობა”-23 591 ხმა, 14.03%,
„ევროპელი დემოკრატები”- 872
ხმა, 0.53%, „საქართველოს
პატრიოტთა ალიანსი”-2 274 ხმა,
1.38%, „ძლიერი საქართველო
ლელო ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის”-10 329 ხმა,
6.26%, „ჩვენი გაერთიანებული
საქართველო”- 651 ხმა, 0.39%,
,,თავისუფალი საქართველო”
N20-892 ხმა, 0.54%, N21 „ტრიბუნა”-383
ხმა, 0.23%, N25 ,,გახარია
საქართველოსთვის”-14 724 ხმა
8.92%, N36 ,,გირჩი”-3 468 ხმა, 2.1%, N41
„ქართული ოცნება”-934 94 ხმა,
56.66%“, – განაცხადა უსკო-ს
თავმჯდომარემ.მისივე
თქმით, ეს არის ელექტრონული
ტექნოლოგიებით ჩატარებული
არჩევნების წინასწარი
შედეგები და 66 ტრადიციული
უბნის მონაცემები
ეტაპობრივად აიტვირთება
უსკო-ს
ვებგვერდზე.„შეგახსენებთ,
აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში
რეგისტრირებული 95% ხმას
ელექტრონული საშუალებით
აძლევდა, პროცესმა
ძირითადად მშვიდ და
თავისუფალ გარემოში
ჩაიარა. 21:00 საათის
მდგომარეობით, სულ ბათუმის
საოლქო საარჩევნო
კომისიაში შემოსულია 78
საჩივარი, ქედაში – 1,
ქობულეთში – 7, შუახევში – 3,
ხელვაჩაურში – 6, ხულოში – 6,
რომელთაც კანონმდებლობის
შესაბამისად მიეცემათ
სამართლებრივი
მსვლელობა.მინდა, მადლობა
გადავუხადო ამომრჩეველს
და თითოეულ საარჩევნო
ადმინისტრატორს, ეს იყო
საქართველოს ისტორიაში
პირველი მოდერნიზებული
არჩევნები, რომელიც
ელექტრონული
ტექნოლოგიების მეშვეობით
იქნა ჩატარებული და
თამამად შეიძლება ვთქვათ,
რომ ამომრჩეველმა სიახლე
მარტივად მიიღო. საარჩევნო
ადმინისტრაციის მიერ
განხორციელებული
საინფორმაციო კამპანია,
ვფიქრობთ, ეფექტიანი იყო“,
– განაცხადა უსკო-ს
თავმჯდომარემ.